ავსტრალიის ღია პირველობაზე ნოვაკ ჯოკოვიჩმა ანდრეი რუბლიოვი მარტივად დაამარცხა - Palitra News

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნოვაკ ჯოკოვიჩმა ანდრეი რუბლიოვი მარტივად დაამარცხა

2023-01-26 10:19:42+04:00

ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხე მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ანდრეი რუბლევი მარტივად, ანგარიშით 6:1 6:2 და 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ტურნირის მსვლელობისას სერბი ჩოგბურთელი ამბობდა, რომ ტრავმა აწუხებდა, თუმცა ის კვლავაც მოწოდების სიმაღლეზეა და მორიგი დიდი სლემის ტურნირის მოგებისკენ ცალსახად მიიწევს.

ჯოკოვიჩის მეტოქე ნახევარფინალში რეიტინგის 35-ე ნომერი ტონი პოლი იქნება, მეორე ფინალისტის ვინაობა კი სტეფანოს ციციპასსა და კარენ ხაჩანოვს შორის გაირკვევა.შეგახსენებთ, რომ ორივე მატჩი 27 იანვარსაა ჩანიშნული.