"ბრნოსთან" გამარჯვების შემდეგ, "სლოვანი" ავსტრიაში ამხანაგურ შეხვედრაში ადგილობრივ "სტ. პოლტენს" ანგარიშით 2:2 დაუზავდა. ბრატისლაველთა რიგებში თავი ისევ გიორგი ჩაკვეტაძემ გამოიჩინა.
ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა, აქტიური იყო და პირველ ტაიმშივე მოწინააღმდეგის კართან სახიფათო მომენტები შექმნა.
მეორე ტაიმში გიორგი საკუთარ საჯარიმოსთან ბურთს დაეუფლა, მეტოქეს ეფექტურად გასცდა, პასი ვაისს გაუკეთა და მან მოწინააღმდეგის კარი ასევე ეფექტური ქმედებით დალაშქრა. მოგვიანებით ჩაკვეტაძეს თავადაც შეეძლო გატანა, თუმცა ორი მომენტი ვერ გამოიყენა.
ბრატისლავური გუნდის რიგებში 72-ე წუთამდე ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ.
ცნობისთივ,ს "სლოვანი" შემდეგ სპარინგს 28 იანვარს "ზალცბურგთან" გამართავს.