საგარეჯოს მერიის ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახები მერიისგან 5 000 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ტრაგედიის დროს დაშავებულ ხუთ ადამიანს კი მერია სარეაბილიტაციო და სამედიცინო მკურნალობის ხარჯებს აუნაზღაურებს. საგარეჯოში ყოფილი სამხედროს მიერ თავდასხმა 20 იანვარს მოხდა. სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი და დაიჭრა ხუთი პირი. ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.