უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს უკრაინაში 31 M1 Abrams-ის ტანკის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების გამო და თქვა, რომ „ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვების გზაზე“.
"მადლობა ამერიკელ ხალხს ლიდერობის მხარდაჭერისთვის. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვების გზაზე. დღეს თავისუფალი სამყარო გაერთიანებულია როგორც არასდროს საერთო მიზნისთვის - უკრაინის გათავისუფლებისთვის. ჩვენ წინ მივიწევთ",- დაწერა ზელენსკიმ "ტვიტერზე".
ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის Abrams-ის 31 ტანკის გამოყოფის შესახებ განაცხადა.