ოპოზიციური პარტიების ნაწილი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას, 24 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებენ.
"გირჩი მეტი თავისუფლების" წევრის ზურა ჯაფარიძის თქმით, მათი მთავარი მიზანი უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვა და ევროპული ღირებულებების დაცვაა.აღნიშნულ აქციას უერთდება პარტია "ევროპული საქართველოც". აკაკი ბობოხიძის თქმით, ისინი 24 თებერვალს უკრაინელი ხალხის გვერდით იდგებიან.