"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარეობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაცია დღეს 10 საათზე სრულდება.
თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატის, გიორგი მუმლაძის თქმით, ტექნიკური ხარვეზები არსებობს და პასუხისმგებლობას ნიკა მელიას აკისრებს.
მოქმედი თავმჯდომარის გუნდში კი ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ სისტემა გამართულად მუშაობს.
თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატის ნონა მამულაშვილის თქმით კი ხარვეზი არსებობდა, თუმცა გამოსწორა.
ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია დაახლოებით 47 ათასამდე ადამიანმა გაიარა