უკრაინის თავდაცვის ძალებმა სოლედარი დატოვეს - განცხადებას სერგეი ჩერევატი აკეთებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერის თქმით, გადაწყვეტილების მიღება მებრძოლების სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელი იყო. მისივე განცხადებიტ, უკრაინელი მებრძოლები ალყაში არ მოქცეულან და ადგილი მათ დატყვევებას არ ჰქონია. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლის განცხადებითვე, უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობს მანევრირებას და მტრის მაქსიმალურად განადგურების მიზნით მცირე ჯგუფების ტაქტიკის გამოყენებას.