კორონავიუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს უფროს ექთანს თეა ბეგიაშვილს სასამართლოს გადაწყვეტილებით 5 000-ს ლარიანი გირაო შეეფარდა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე თეა ბეგიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 7000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი, ექთნის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა. ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა. ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კლინიკის უფროს ექთანს ბრალდება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე წარუდგინა. გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახმა კი გუშინ დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, სადაც საუბარი იყო ახალგაზრა მამაკაცის მკურნალობის დროს ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო ზედოზირებაზე.