უკრაინის აღმოსავლეთ სამხედრო სარდლობის პრეს-სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ უკრაინული ძალების სოლედარიდან გამოსვლა დაადასტურა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის შენარჩუნება გახდა.
ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენა, რომელიც შეიძლება ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს.
მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა.