თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ხმაურია. საქმე ეხება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების პროცესს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღსრულების ეროვნული ბიუროს საცხოვრებელი ბინიდან ოჯახის გამოსახლების პროცესი უნდა დაეწყო, რა დროსაც ოჯახის ახლობლებსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.