"დიდი შვიდეულის" წევრი სახელმწიფოები რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს მარტში გადახედავენ, ანუ დაგეგმილზე ერთი თვით გვიან, რადგან სანქციის ინიციატორების განმარტებით, ფასის ლიმიტის ეკონომიკური ეფექტის სათანადოდ შესაფასებლად დამატებით პერიოდია საჭირო.
შეგახსენებთ, რომ აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და ავსტრალია ბარელ Urals-ში 60 დოლარზე მეტს აღარ გადაიხდიან, დასავლურ კომპანიებს კი აღნიშნულ ფასზე ძვირად შეძენილი რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერებისთვის მომსახურების გაწევა ეკრძალებათ, რაც იმას გულისხმობს, რომ რუსეთი დასავლეთის ბაზარზე ნავთობს 60 დოლარზე ძვირად პრაქტიკულად ვეღარ გაყიდის.
აღსანიშნია, რომ ბოლო ორ თვეში რუსეთის ბიუჯეტში ნავთობის ექსპორტიდან მიღებული თანხა 60%-ით შემცირდა.