2022 წლის დეკემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.9%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.4%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ pmcg-კვლევაშია აღნიშნული.
ამასთან, დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 32.6%-ს შეადგენდა, ხოლო იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 28.4%-ით არის გაზრდილი.