ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი კრის ჰიპკინსი გახდა - Palitra News

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი კრის ჰიპკინსი გახდა

2023-01-25 12:19:06+04:00

ახალი ზელანდიის 41-ე პრემიერ-მინისტრი კრის ჰიპკინსი გახდა. 44 წლის ჰიპკინსი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოფიციალურად დაინიშნა მას შემდეგ, რაც მმართველი, „ლეიბორისტული“ პარტიის მხრიდან ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღო.

BBC-ი წერს, რომ ახალი ზელანდიის პრემიერი ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების შედეგად ძალაუფლების შენარჩუნების რთული ამოცანის წინაშე დგას.

შეგახსენებთ, ახალი ზელანდიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ერთი კვირის წინ გააკეთა. მისი თქმით, მოვალეობის სათანადოდ შესასრულებლად ძალა აღარ აქვს.