Abaad-მა, ლიბანური გენდერული თანასწორობის არაკომერციულმა ორგანიზაციამ, პატარა საოცარი ფილმი გამოუშვა, რომელშიც ძალადობის ძალიან სენსიტიურ, მაგრამ მნიშვნელოვან საკითხს ეხება. Dirty Laundry ხელოვან რემი აკლის კადრით იწყება, რომელიც განმარტავს, თუ როგორ მოუწოდებენ ამ საშინელი აქტის მსხვერპლებს სიჩუმისკენ, რათა არ „შეარცხვინონ“ თავიანთი ოჯახები. ხაზს უსვამს იმ ზარალს, რომელიც მსგავსი მენტალიტეტის შედეგად მიიღება…
ამის მხარდასაჭერად ჯგუფმა პატარა სანახაობაც მოაწყო — ათობით გადარჩენილი, უბრალოდ აქტივისტი თუ ინფლუენსერი თავის „ბინძურ სარეცხს“ ფენს, რათა გააძლიერონ იმ ადამიანების ხმა, რომელთაც ლაპარაკი არ შეუძლიათ… საინტერესოა ისიც, რომ კამპანია შთაგონებული იყო Abaad-ის კვლევით, რომლის თანახმადაც ძალადობის მსხვერპლი ქალების 60% ოჯახიდან წამოსული ზეწოლის გამო არაფერს ამბობს.
„Abaad-თან ერთად ერთი მიზანი გვაქვს, შევცვალოთ უსამართლო კანონი, რომელიც სექსუალური დანაშაულისგან გადარჩენილებს ეხება. თუმცა იმისათვის, რომ არაბულ რეგიონში ხელშესახები ცვლილებები მოახდინო, საჭიროა გზის გახსნა საზოგადოების გონებაში, რაც ჩვენ Dirty Laundry-ის დახმარებით გავაკეთეთ. ეს ფილმი პოეტური, გაბედული და პროვოკაციული მანიფესტია ქალების გაძლიერებისთვის — პირველი მათ შორის, რომელმაც შუა აღმოსავლეთში გამოჩენა გაბედა“, — განმარტავს Leo Burnett Beirut-ის ხელმძღვანელი ნადა აბი სალეჰი.
საინტერესოა ისიც, რომ გასულ წელს რემი აკლმა Baklava Got Legs-ის ფილმშიც მიიღო მონაწილეობა, რომელმაც Cannes Lions-ზე ოქრო მოიპოვა…