Tommy Hilfiger საკუთარი Depop მაღაზიის გახსნით მოდის წრიული მომავლისკენ მიისწრაფვის. თუმცა რა არის Depop? ეს ციფრული ბაზარია, სადაც ადამიანები ყიდულობენ ან ყიდიან ძველ და არასასურველ ტანსაცმელს — საუბარია მეორეული ტანსაცმელების ონლაინ მაღაზიაზე, რომელშიც წარმოდგენილ ნივთებს ახალი სიცოცხლის შანსი მიეცემათ. ბრენდი არასასურველ და დაზიანებულ ტანსაცმელსაც კი მიიღებს, შემდგომში გაახლებს და ისე წარუდგენს Depop-ის საზოგადოებას.
ამჯერად მაღაზიაში მაისურების, ქვედაბოლოების, კაბებისა და მოსაცმელების 100-ზე მეტი ვარიანტია ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ზომებს XXS-დან 3XL-მდე მერყეობს. თუმცა ამ ეტაპისთვის ციფრული მაღაზია მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში იქნება ხელმისაწვდომი.
ეს Made by Tommy, Styled by Depop-ის პროექტის ნაწილია, რომელიც 3 პოპულარული გამყიდველის გამოცდილებას იმეორებს — Bythepeace, Livokai და Pascaleeliza. გამოდის, Depop-ის მაღაზია წრიულ მოდას უფრო ხელმისაწვდომს გახდის მათთვის, ვინც Tommy Hilfiger-ის თავდაპირველ მომხმარებლებს შორის არ არიან.