ცოტა ხნის წინ პარიზში გამართულ დიორის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებას სხვა ვარსკვლავებთან ერთად Twilight-ისა და ბეტმენის ვარსკვლავი რობერტ პატინსონიც დაესწრო.
ჩვენებაზე რობერტს თავისი ჩვეული სტილისგან განსხვავებული სამოსი ეცვა — მსახიობმა ლურჯ ქვედაბოლოს ფუმფულა ქურთუკი და შავი ჩექმები შეუხამა და ყველას ყურადღებაც მიიპყრო. რობერტ პატინსონი იშვიათი შემთხვევა და გამონაკლისი ნამდვილად არაა: ივლისში ბრედ პიტი Bullet Train-ის პრემიერაზე კაბა ამაყად მოიხდინა და მისივე 1999 წლის ფოტოსესია გაგვახსენა Rolling Stone-ისთვის. კაბების სიყვარულით მომღერალი ჰარი სტაილსიც ცნობილია.
სამწუხაროდ, მსგავსი ჩაცმის სტილის გამო უამრავ გეი თუ ტრანსგენდერ ადამიანს დევნიან — მათ, ვისაც ბრედ პიტის, რობერტ პატინსონისა და ჰარი სტაილსის მსგავსად შესაძლებლობა არ აქვთ, საკუთარი თავი ჩაცმულობით თამამად და უსაფრთხოდ გამოხატონ. ამის მიუხედავად, იმედი გვაქვს, რომ ცნობილი ადამიანების მიერ გენდერული სტერეოტიპების მსხვრევა საბოლოოდ ტანსაცმლის თავისუფლად არჩევისა და საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობას სხვა ადამიანებსაც მისცემს.