ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფმა მოლეკულურ ღრუბელში ყინულის ნაწილაკების დღეისთვის ყველაზე დეტალური ანალიზის შედეგები წარადგინა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, მეცნიერებმა დაკვირვება ტელესკოპ „ჯეიმს ვების“ დახმარებით ჩაატარეს. ღრუბელი „ქამელეონი I“ დედამიწიდან 630 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს - ეს გაზისა და მტვრის რეგიონია, სადაც წყალბადი და ნახშირბადის მონოქსიდი წარმოიქმნება.
„ვების“ მიერ გადაღებული ფოტოს ქვედა მარცხენა კუთხეში ახალგაზრდა პროტოვარსკვლავი Ced 110 IRS 4-ია აღბეჭდილ. სტაფილოსფერი წერტილები ფოტოზე ვარსკვლავებიდან მომავალ სინათლეს წარმოადგენს.
დედამიწისთვის ჩვეული წყლის ყინულის გარდა, მეცნიერებმა კოსმოსურ სივრცეში სხვადასხვა მოლეკულის გაყინული ფორმა აღმოაჩინეს, მათ შორის ამიაკის, მეთანის, მეთანოლის. ამ გაყინულ მოლეკულებს ვარსკვლავებისა და პლანეტების შექმნაში შეუძლიათ წვლილის შეტანა.
მეცნიერებს თქმით, კვლევის შედეგები მათ დაეხმარებათ უკეთ გაერკვნენ ეგზოპლანეტების ფორმირებისთვის აუცილებელი მარტივი და რთული მოლეკულების წარმოქმნაში.