წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში დინამო თბილისმა გერმანულ ჰანოვერს უმასპინძლა. ორივე გუნდი A ჯგუფში გამოდის და აქამდე არცერთი გამარჯვება არ ჰქონდათ მოპოვებული.
შეხვედრის ბედი პირველ მეოთხედში გადაწყდა, ჰანოვერმა დინამოს 3 უპასუხო გოლი გაუტანა. მეორე მეოთხედი 5:5 დასრულდა, მესამე მეოთხედი 2:2 ხოლო ბოლო მეოთხედი კი 4:4. საბოლოოდ კი გამარჯვება ვასპო ჰანოვერს დარჩა.
თბილისელთა მხრიდან 2-2 გოლი ძიხწიარენკამ, ვლაფოვიჩმა, სარიჩმა და მაგრაქველიძემ გაიტანეს, ხოლო თითო-თითო ბურთი ახვლედიანმა, იმნაიშვილმა და პიესიცავამ მიითვალეს. ამ წაგებით დინამო თბილისს A ჯგუფში 6-დან 6 წაგება აქვს და ბოლო ადგილზეა, შემდეგ შეხვედრას კი 7 თებერვალს კვლავ თბილისში იტალიური პრო რეკოს გამართავს.