საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში გიორგი შერმადინის ტენერიფემ რატი ანდრონიკაშვილისა და ტედ მაკფადენის მურსიას უმასპინძლა და 85:65 დაამარცხა მეტოქე.
ტენერიფელთა უპირატესობა მატჩის სტარტიდანვე აშკარა იყო, პირველი ტაიმის შემდეგ შერმადინის გუნდი 14 ქულას იგებდა, საბოლოოდ კი მურსია 20 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს. შეხვედრაში მონაწილეობა სამივე ქართველმა მიიღო. საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა პარკეტზე 26 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე 7 ქულა და 6 მოხსნა იყო. მაკფადენმა 14 წუთში 2 ქულა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ხოლო ანდრონიკაშვილმა 6 წუთში 1 მოხსნა და 2 ასისტის შესრულება შეძლო.ტენერიფე შემდეგ შეხვედრას ACB ლიგაში სტუმრად ფუენლაბრადასთან 28 იანვარს გამართავს, ხოლო მურსია 29 იანვარს ბასკონიას უმასპინძლებს.