იტალიის სერია ა-ს მე19 ტურში ლაციომ მილანს უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა მეტოქე. მატჩის სტარტი როსონერისთვის განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა. მესამე წუთზე რომაელების ორგანიზებული შეტევა მილინკოვიჩ-სავიჩმა გოლად აქცია და მასპინძლები დააწინაურა. ამის შემდეგ ლაციომ ბურთზე კონტროლი გააგრძელა და მილანს გოლის გატანის საშუალება არ მისცა. 37-ე წუთზე დედაქალაქელები ძაკანიმ კიდევ ერთხელ დააწინაურა, დაცვაში დაშვებული შეცდომის შემდეგ მილინკოვიჩ-სავიჩი მეკარესთან პირისპირ დარჩა, დარტყმული ძელს მოხვდა იტალიელმა შემტევმა კი მომენტი კარგად გამოიყენა. მეორე ნახევრის დასაწყისში მილანმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა და თამაშის გადარჩენას შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ 67-ე წუთზე ლაციომ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა და ზუსტად გამოიყენა, 75-ე წუთზე კი ფელიპე ანდერსონმა ლუის ალბერტოს გადაცემის შემდეგ სხვაობა ოთხამდე გაზარდა. შეხვედრა საბოლოოდ ლაციოს გამარჯვებით 4:0 დასრულდა.
ამ გამარჯვების შემდეგ ლაციოს 37 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, მილანი 38 ქულით მეორე პოზიციას იკავებს. იტალიის სერია ა-ს კი 50 ქულით ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ლიდერობს.