კიდევ ერთი გადაწყვეტილება საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. ვოლოდიმირ ზელენსკი, ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ ყველა შიდა საკითხი, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება, გადაიჭრება და პროცესები ამ ეტაპზე გრძელდება.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებები უკრაინის თავდაცვისთვის აუცილებელია და ქვეყნის ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოებაში ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს.