სოჭის საზღვაო ნავსადგური მოლაპარაკებებს აწარმოებს შავ ზღვაზე საქართველოსა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართულებით სამგზავრო მიმოსვლის თაობაზე. ამის შესახებ სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო Tass-ს განუცხადა. მისი განმარტებით, სოჭიდან საქართველოში ტრანსპორტირება, წინასწარი მონაცემებით, ბათუმში განხორციელდება.
ინფორმაციას არ ადასტურებენ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. მათი განცხადებით,რუსულ მხარეს საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის თაობაზე ქართული მხარისთვის არ მიუმართავს და უცნობია, რა მოლაპარაკებებზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია.