ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, AI Book სერიების გამოცემა იწყება. აღნიშნული პროექტი სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების ჩართულობით, აგრეთვე მთარგმნელების, რედაქტორების და კორექტორთა ჯგუფის მუშაობის შედეგად გენერირებული AI წიგნების ქართულენოვანი ვერსიების დამუშავებას და გამოცემასაც გულისხმობს. სერიის პირველი წიგნია "AI (ეი აი) Marketing: The Future of Customer Engagement".
შექმნილი წიგნები სისტემატიურად განახლდება და უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ბაზაში განთავსდება. მასზე ღია წვდომა ექნება როგორც BTU-ს აკადემიურ პერსონალს, ისე სტუდენტებს, სხვადასხვა პროექტების ბენეფიციარებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. წიგნები სრულად გენერირდება ხელოვნური ინტელექტის მიერ, სხვადასხვა პლატფორმებზე, სამუშაო ჯგუფი კი მისი აკურატულობის, გამოყენების არეალისა და სხვა საკითხების გარშემო იმუშავებს.
AI Book სერიების გამოყენება შესაძლებელია როგორც უახლესი ინფორმაციის მიღების დამხმარე წყარო, ექსპერიმენტული კვლევების ან სხვა მასშტაბური პროექტების წარმოებისთვის.