ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტოს განცხადებით, ფინეთი ნატო-ში შვედეთისგან დამოუკიდებლად შესვლის სცენარს განიხილავს - Palitra News

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტოს განცხადებით, ფინეთი ნატო-ში შვედეთისგან დამოუკიდებლად შესვლის სცენარს განიხილავს

2023-01-24 20:10:41+04:00

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო აცხადებს, რომ ფინეთი ნატო-ში შვედეთისგან დამოუკიდებლად შესვლის სცენარს განიხილავს. მისი თქმით, ამის მიზეზი ოფიციალურ სტოკჰოლმსა და ანკარას შორის არსებული დაძაბულობაა, რამაც შესაძლოა, შვედეთის ნატო-ში ინტეგრაცია შეაფერხოს. ჰაავისტოს განცხადებით, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, რომ ფინეთი და შვედეთი ერთად შეერთებოდნენ ალიანსს, თუმცა თუ შვედეთის გაწევრიანების რატიფიკაცია დიდი ხნით გადაიდება, ფინეთი დამოუკიდებლად მოქმედების სცენარს განიხილავს.