მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე მომდევნო სხდომაზე, დასაკითხთა სიიდან 5 ან 7 ადამიანი მოიხსნას. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, საქმეზე 16 ექსპერტი დარჩა დასაკითხი. ადვოკატის განმარტებით, მიზეზი მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობაა.