40 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა - Palitra News

40 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა

2023-01-24 15:24:42+04:00

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ნგრევად შენობებში მცხოვრებ ადმინისტრაციული დაპირების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს თბილისში ბინები გადასცა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართი 40-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, მათ შორის არიან სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები.