რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახმა და ადვოკატებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს - Palitra News

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახმა და ადვოკატებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს

2023-01-24 15:09:07+04:00

ჭარბი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება მკურნალობის პროცესში, ეს ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნაა, რომელსაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახი ასაჯაროვებს. დოკუმენტში ჩამოთვლილია ის პრეპარატები, რომელსაც ვახტან ჩარკვიანს რესპუბლიკურ საავადმყოფოში უკეთებდნენ. ექსპერტიზის დასკვნით, ვერც ნარკოდამოკიდებული და ვერც ჯანმრთელი ორგანიზმი, პრეპარატების ამ დოზირებით მიღებას ვერ გაუძლებდა.

პროკურატურამ საქმეზე უფროს ექთანს ბრალი ოფიციალურ წარუდგინა, მას დოკუმენტების გაყალბება ედება ბრალად. პარალელურად, ოჯახის წევრები სხვა დამნაშავეების გამოვლენას ითხოვენ.