გადაცემის ამ ნაწილში იმ პრობლემაზე ვსაუბრობთ, რომელიც უკვე წლებია მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში - ექთნების, სანიტრების, ლაბორანტების, მოკლედ საშუალო რგოლის მედმუშაკების დეფიციტი და ქვეყნიდან მათი გადინების მაღალი მაჩვენებელი, რაც უკეთესი სამუშაო პირობებისა და ხელფასის ძიებით არის განპირობებული.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებულს, რომელსაც ,,საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვა 2030 წლისათვის“ ჰქვია. ამ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კვალიფიციური ადამიანური რესურსის ნაკლებობა და მათი არათანაბარი გეოგრაფიული გადანაწილება არის მნიშვნელოვანი ბარიერი ხარისხიანი სამედიცინო სერვისის მიწოდებისათვის.
კრიტიკულ ზღვარს მიაღწია ექიმებისა და ექთნების არაბალანსირებულმა თანაფარდობამ (1:0.67), ამ მონაცემით საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებლებს. საქართველოში გაცილებით მაღალია მოსახლეობის ექიმებით უზრუნველყოფის მაჩვენებელი (573.3 ყოველ 100,000 მოსახლეზე — 2015), ვიდრე ევროპულ ქვეყნებში (322). სახეზეა ექთნების ნაკლებობა როგორც ქალაქად, ასევე სოფლად.
საგრძნობია ექთნების რაოდენობის ნაკლებობა და, ზოგადად, სამედიცინო პერსონალის არასათანადო კვალიფიკაცია. მდგომარეობას ამძიმებს მკვეთრი დისბალანსი ადამიანური რესურსის წარმოებასა და მოთხოვნას შორის. ასევე, ყოველგავრ ქმედით მექანიზმს მოკლებულია უწყვეტი პროფესიული განვითარების (უპგ) სისტემა, რომელიც ვერ აძლევს სამედიცინო პერსონალს ადეკვატური თეორიული ცოდნისა თუ კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობას.
სახელმწიფო პრობლემას აღიარებს, მაგრამ რას აკეთებს ამ ვითარების გამოსასწორებლად? - თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია სოლიდარობის ქსელის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე