წლევანდელი წელი ტურისტული სექტორისთვის რთულად დაიწყო. ზამთრის კურორტებს ამინდმა უმტყუნა და სრიალის მოყვარული ტურისტების დიდმა ნაწილმა ჯავშნები გააუქმა. ტურისტების სიმცირემ კი ბევრი სხვა პრობლემა გამოამჟღავნა, მათ შორის საქართველოში დროებით სამუშაოდ ჩამოსული უცხოელი ინსტრუქტორების სიმრავლეა, რასაც კლიენტების გარეშე დარჩენილი ადგილობრივი ინსტურქტორების უკმაყოფილება მოჰყვა. კადრების დეფიციტში მყოფ სამასპინძლო ბიზნესს გზად ახალი რეგულაციაც დაეწია, რომელიც თანამშრომლებისთვის სამუშაო საათების შემცირებას ითვალისწინებს, ან მათთვის ზეგანაკვეთურის გადახდას.
როგორ დაიწყო ახალი წელი და ახალი სეზონური ტურიზმის სექტორში დასაქმებული ბიზნესისთვის? - თემაზე სასაუბრობს "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია "სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი