წელს საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 73%-ით გაიზარდა, ექსპორტი 98%-ით. ახლა ვნახავთ სად ვიყიდეთ და გადავყიდეთ მანქანები.
გასული წლის მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილები საექსპორტო ჯგუფებში მეორე ადგილზეა, ხოლო იმპორტირებულ სასაქონლე ჯგუფებს შორის პირველ ადგილზე. გასულ წელს, საქართველომ თითქმის 904 მლნ დოლარის ავტომობილი გაყიდა, ხოლო ქვეყანაში 1 მილიარდ 600 მილიონი დოლარის ავტომობილი შემოვიდა, ეს კი 2021 წელთან შედარებით 73.1%-ით მეტია.
98%-ით არის გაზრდი 2022 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი, ანუ რეექსპორტი. როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, ყველაზე მეტი ავტომობილი გასულ წელს საქართველოდან აზერბაიჯანში გაიყვანეს, შემდეგ პოზიციებს კი ინაწილებენ, სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი და რუსეთი.
ყველაზე მეტი ავტომობილი კი საქართველოში შემოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, შემდეგ პოზიციაზეა იაპონია, რომელსაც მოსდევს გერმანია და თურქეთი.