ესტონეთმა რუსეთის ელჩს ქვეყნის 7 თებერვალს დატოვება მოსთხოვა, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს განცხადებაშია აღნიშნული. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის ქმედების საპასუხოდ მიიღეს.
რეინსალუს განცხადებით, ესტონეთი ითვალისწინებს რუსეთის გადაწყვეტილებას დიპლომატიური წარმომადგენლობის დროებითი რწმუნებულის დონემდე შემცირების შესახებ. შესაბამისად, ესტონეთი რუსეთთან ურთიერთობაში თანასწორობის პრინციპით ხელმძღვანელობს, ეს ნიშნავს, რომ ტალინში რუსეთის ელჩი 7 თებერვალს დატოვებს ქვეყანას, იმავე დროს, როდესაც რუსეთში ესტონეთის ელჩი.
ურმას რეინსალუს თქმით, რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები ესტონეთს უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენაში ხელს ვერ შეუშლის.