გასულ 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 9 სარაკეტო დარტყმა ხარკოვის, დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქების დასახლებულ პუნქტებზე განახორციელეს. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, მოწინააღმდეგემ არტილერიიდან და ტანკებიდან დაცხრილა ხერსონის ოლქების დასახლებული პუნქტებიც. უწყების ცნობით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნებულია საავიაციო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე.