რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა და ადვოკატები დღეს გენერალურ პროკურატურასთან აქციას გამართავენ. 20 წლის ფეხბურთელის ოჯახი ბრალდბულთა წრის გაზრდას ითხოვს. გარდაცვლილის მშობელი ვარაუდობს, რომ ფატალური შედეგი ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებამ გამოიწვია. საქმეზე მხოლოდ ერთი ექთანია დაკავებული, რომელსაც გამოძიება დოკუმენტების გაყალბებას ედავება