ავსტრალიის ღია პირველობაზე დამაჯერებელ გამოსვლას აგრძელებს სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი. 35 წლის ლეგენდარულმა სპორტსმენმა 1/8 ფინალში მასპინძელ ალქს დე მინორსთან მარტივი გამარჯვება 6:2 6:1 6:2 მოიპოვა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა. ჯოკოვიჩი კარიერაში დიდი სლემის ტურნირის მეოთხედფინალში 54-ედ გავიდა რაც ისტორიაში მეორე შედეგია როჯერ ფედერერის შემდეგ.
ჯოკოვიჩს წინა შეხვედრებში ბარძაყის ტრავმა აწუხებდა, ბოლო შეხვედრაში კი კორტი ყოველგვარი პრობლემის გარეშე დატოვა. ნოვაკის გარდა ¼ ფინალში ასპარეზობის უფლება კიდევ 7-მა ჩოგბურთელმა მოიპოვა. ხაჩანოვი კორდას დაუპირისპირდება, ციციპასი ლეჰჩკას შეხვდება, რუბლოვის მეტოქე ჯოკოვიჩია, შელტონი კი პოლის ეთამაშება.