საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა პარიზში გასამართი გრანდ სლემისთვის შემადგენლობა დაასახელა. ტურნირი 4-5 თევერვას ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამ მონაცემებით 80 ქვეყნის 535 სპორტსმენი მიიღებას.
საქართველოს ვაჟთა ნაკრები 10 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი 60 კილოგრამში გამოვა თემურ ნოზაძე, 66-ში ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი, 73 კილოგრამამდე იჭიდავებს პარიზის გრანდ სლემის წინა წლის ჩემპიონი ლეგენდარული ლაშა შავდათუაშვილი, 81 კილოგრამში მოქმედი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი, 90 კილოგრამში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა ნოზაძე და მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, 100 კილოგრამში გუნდის კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და გიორგი ბერიაშვილი ხოლო +100 კილოგრამში საბა ინანეიშვილი. პარიზში ქალთა შორის იასპარეზებენ 57 კილოგრამში მარიამ ციხელაშვილი და 70 კილოგრამში ელისო სისაური.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოში 2023 წლის სეზონი 27-29 იანვარს აიღებს სტარტს ალმადასის გრან პრით. პორტუგალიაში 12 ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ.