კალიფორნიაში სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

კალიფორნიაში სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

2023-01-24 09:20:48+04:00

კალიფორნიის სასოფლო-სამეურნეო რეგიონში მასობრივი სროლის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, სროლა ორ ლოკაციაზე, სოკოს ფერმასა და გადამზიდ კომპანიაში, სან-ფრანცისკოს სამხრეთით დაახლოებით 30 მილის დაშორებით მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ფერმაში და სამი კი - გადამზიდ კომპანიაში დაიღუპა.

სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი, 67 წლის ჟაო ჩუნლი დააკავეს.