თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შვედეთი არ უნდა მოელოდეს, რომ თურქეთი მხარს დაუჭერს მის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს.ერდოღანის განცხადება სტოკჰოლმში რამდენიმე დღის წინ ქურთი მომიტინგეების მიერ საპროტესტო აქციაზე ყურანის დაწვას მოჰყვა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ მათ, ვინც ჩვენი ქვეყნის საელჩოს წინ ასეთი სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა, მათ განცხადებასთან დაკავშირებით კეთილგანწყობის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ.