თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. ადვოკატი ამბობს, რომ აქამდე დაკითხულმა მოწმეებმა - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დანაშაული ვერ დაამტკიცეს. პროკურატურა ორივე მათგანს საზღვრების დელიმიტაციის პროცესში საქართველოს ინტერესების საზიანო მოქმედებაში ადანაშაულებს.