პოლიტიკოს გედევან ფოფხაძის შეფასებით, "ქართული ოცნება" დიდი ხანია გადასულია რუსულ ორბიტაზე და ცდილობს ქართული სახელმწიფოც ამ პოლიტიკური სივრცის ნაწილად აქციოს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებას, რასაც ბოლო დროს მომხდარი არაერთი ფაქტი მოწმობს. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოს რუსულ პოლიტიკურ სივრცედ გადაქცევით მმართველი გუნდი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.