ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ოპოზიციური პარტიის წევრები ეხმაურებინ. პარტია "საქართველოსთვის" წევრი კახა ქემოკლიძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად სააკაშვილის მძიმე მდგომარეობისა "ქართული ოცნება" მას არ გაათავისუფლებს. მისი შეფასებით, ხელისუფლება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და უსაფრთხოებას ვერ მართავს.
როგორც პარტია "საქართველოსთვის" წევრმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის თემა, არა მარტო მმართველ გუნდს, არამედ მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს.