ირაკლი ღარიბაშვილი საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმისას გარდაცვლილი პოლიციელის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა - Palitra News

ირაკლი ღარიბაშვილი საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმისას გარდაცვლილი პოლიციელის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

2023-01-23 20:19:03+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეჯოს რაიონული სამმართველოს გარდაცვლილი თანამშრომლის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. პრემიერი ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში მთავრობის წევრებთან ერთად მივიდა.