ვაზისუბანში სროლის საქმეზე ერთი ადამიანია დაკავებული. როგორც "პალიტრანიუსს"“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლითაა დაწყებული, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ვაზისუბანში მომხმარებელს ჯერ მაღაზიის გამყიდველთან ჰქონდა სიტყვიერი შელაპარაკება, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან შენობის გარეთ გაისროლა.