ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავენ. ამის შესახებ მათ ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ისინი იწყებენ პროცესს, რომელიც დიდ გამარჯვებამდე მივა.