თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც სხდომის დაწყებამდე ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე გამოიკვლევს ნივთიერ მტკიცებულებას, რომელიც აშშ-დან ჩამოვიდა. ასევე გამოიკითხება ერთი მოწმე.
რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებებს, რომელიც დღევანდელ პროცესზე უნდა გამოიკვლიონ, როგორც ადვოკატი განმარტავს, ეს “არის თმა, რომლისგანაც ამოვიდა მძიმე მეტალები”.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.