ბიზნესფედერაციის “ქალები მომავლისთვის” მიერ გამოცხადებული საჯარო კონკურსი დასრულდა. 3 500-მდე განაცხადიდან 25 საუკეთესო მონაწილე შეირჩა. ბიზნესფედერაციაში ამბობენ, ქალების განათლების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და სწორედ ცოდნაა კარგი საფუძველი ქალებისა და გოგოების ეკონომიკური გააქტიურებისა და გაძლიერებისთვის.
პროექტ “ქალები ტექნოლოგიებში” გამარჯვებულებისთვის სასწავლო პროცესი დღეს დაიწყო და 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
თემაზე "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ბიზნესფედერაციის "ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თამარ რაზმაძე