"თიბისი კაპიტალის" პროგნოზით, 2023 წელს გასაყიდ უძრავ ქონებაზე ფასი 18%-ის ფარგლებში გაიზრდება. მათივე პროგნოზით, საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნის ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი მიგრანტების მხრიდან ბინების ყიდვაზე გაზრდილი მოთხოვნა იქნება.
ფასების ზრდა 2022 წლიდან უკვე შეინიშნებოდა. უფრო კონკრეტულად, 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 5.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.3 პროცენტი შეადგინა. ,,ბიზნეს პალიტრა“ ესაუბრა სექტორის წარმომადგენლებს. ისინი უძრავი ქონების კიდევ მეტად გაძვირებას ვარაუდობენ მიმდინარე წელს, თუმცა მათივე შეფასებით, ფასების ზრდა დრამატული ზრდა არ იქნება