წალენჯიხის მუნიციპალიტეტი პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამას იწყებს. მერის, გიორგი ხარჩილავას თქმით, პროდუქტის შესაძენად, ბავშვებს საბანკო ბარათები დაურიგდებათ, რომლის გამოყენებასაც კვების ობიექტებსა და მარკეტებში შეძლებენ, კვების საშუალო დღიური თანხა კი 4 ლარი იქნება.