ბერლინში გამართული სურსათის და სოფლის მეურნეობის რიგით მე-15 მინისტერიალი (GFFA 2023) საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებებს ეძღვნებოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტერიალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ესწრებოდა.
როგორც ოთარ შამუგიამ განაცხადა, აღნიშნულ გამოწვევასთან გასამკლავებლად, მნიშვნელოვანია მსოფლიო აგრარული წარმოება უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიანი სანერგე და სათესლე მასალით, შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, თანამედროვე ტექნოლოგიებით, ფერმერებსა და მეწარმეებს მუდმივად ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ცოდნაზე და სამეცნიერო მიღწევებზე.