საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა" მორიგ განცხადებას აქვეყნებს. მათი თმით, უკანასკნელ წლებში, საქართველოს სუვერენიტეტზე შეტევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სასამართლო ხელისუფლების მიტაცების გამუდმებული მცდელობა იყო, არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი მიზანი კი სასამართლო სისტემაში შეღწევა და მასზე საელჩოს და "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური გავლენის აღდგენაა. ოპოზიციონერი დეპუტატები არასერიოზულს უწოდებენ "ხალხის ძალის" მორიგ განცხადებას და ამბობენ რომ თუკი ვინმეს გავლენები აქვს სასამართლოზე ეს მმართველი პარტიაა.