"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც საქართველოდან რუსეთში სანქცირებული პროდუქციის ექსპორტზე საუბრობს, ოპოზიციის მხრიდან შეფასებები მოჰყვა. მათი განცხადებით, კობახიძე აგრძელებს მავნებლურ პათოსს. მათივე თქმით, მმართველ პარტიაში ემზადებიან არა რეკომენდაციების შესრულებისთვის, არამედ რუსეთ-ბელორუსის კავშირში გაწევრიანებისთვის.